საგარეო საქმეთა სამინისტრო მეზღვაურის გაუჩინარებასთან დაკავშირებით გამოძიების შედეგებს ელოდება

21 იანვარი 2019, 00:00 1662 ნახვა

 საგარეო საქმეთა სამინისტრო დაკარგული ქართველი მეზღვაურის საქმეში ჩაერთო. უწყების ინფორმაციით, საქმესთან დაკავშირებით გამოძიების შედეგებს ელოდებიან. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის თქმით, ძებნის პროცესში ჩართულია გემთმფლობელი კომპანიაც. მათი ადვოკატი  დღეს ლიბიაში ჩავიდა, სადაც საგამოძიებო სამსახურები მუშაობენ მეზღვაურის სამძებრო სამუშაოებში. 

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ლიბიაში არსებული არასტაბილური ვითარების გამო ქართველ მეზღვაურებს ამ ქვეყანაში დასაქმებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.  საკითხზე კომენტარი გააკეთა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემაც. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მთავრობა ინფორმირებულია პრობლემის შესახებ და საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.  23 წლის ქართველ მეზღვაურს ორი კვირაა ეძებენ.  გემი ამ ეტაპზე მისურატას ნავსადგომში დგას. ქართველი მეზღვაური მარშალის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან, 7 იანვარს ნაოსნობის დროს გაუჩინარდა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი