აჭარაში მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღეს +13 გრადუსი იქნება, ხვალ ერთი გრადუსით ნაკლები, ხოლო ოთხშაბათიდან-შაბათის ჩათვლით კი +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.
26 იანვრამდე საქართველოში ამინდს განსაზღვრავს შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთისდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასები, რომლის გავლენითაც მიმდინარე კვირა უმეტესად უნალექო და თბილი იქნება. განსაკუთრებით კვირის ბოლოს დათბება.
გამონაკლისი მხოლოდ 22 იანვარი იქნება, ხვალ პერიოდულად მოიმატებს ღრუბლიანობა და დასავლეთ საქართველოში მცირე წვიმაა მოსალოდნელი.
უნალექო ამინდია იქნება აჭარის მაღალმთიანეთშიც, აქ ტემპერატურა +5, +7 გრადუსამდე მოიმატებს.