პოლიტიკური შეფასებები

03 აგვისტო 2016, 00:00 3456 ნახვა

ეკა ბესელია და გია ვოლსკი გიორგი პაპუაშვილსა და რამდენიმე მოსამართლეს "ნაციონალურ მოძრაობასთან" კავშირსა და ფარულ გარიგებაში ადანაშაულებენ. “ქართული ოცნების“ შეფასებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში “ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საკონსტიტუციო რევოლუციის გეგმას ჰქონდა ადგილი, რაც ვერ განხორციელდა. ისინი კონკრეტულ საქმეებზე საუბრობენ, რომლებიც  ნაციონალურ მოძრაობასთანაა დაკავშირებული. ოპოზიცია კი ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს და მოსამართლეებზე განხორციელებულ ზეწოლაში მმართველ გუნდს ადანაშაულებს. ნაციონალურ მოძრაობას მაგალითად გამოუძიებელი საქმეები მოჰყავს. 

ამავე კატეგორიაში