როგორ უნდა შეირჩეს უვადოდ მოსამართლეები - პარლამენტში ახალი ინიციატივა შევიდა

15 იანვარი 2019, 00:00 2104 ნახვა

ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის წესზე პარლამენტს ინიციატივით მიმართეს

კონკრეტული კრიტერიუმები, რომლითაც უზენაეს სასამართლოში  უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეებს შეარჩევენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არასამოსამართლე წევრებმა უკვე გაწერეს და საკანონმდებლო წინადადება პარლამენტშიც წარადგინეს, რომელიც ძირითად 5 პრინციპს მოიცავს.

• საკონსულტაციო  ჯგუფის შექმნა

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევად შექმნას საკონსულტაციო ჯგუფი.

საკონსულტაციო ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება 7 წევრის  შემადგენლობით.

საკონსულტაციო ჯგუფის წევრები შეარჩევინა შემდეგი წესით:  საქართველოს უზენაესი სასამართლო თავისი შემადგენლობიდან წარადგენს ორ წევრს, საქართველოს სახალხო დამცველი-ორ წევრს;  ადვოკატთა ასოციაცია 2 წევრს;  საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების გაერთიანება, რომლის წევრთა საქმიანობის ერთ-ერთ სფეროს, კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო სამი წლის განმავლობაში სასამართლო სისტემის რეფორმების ხელშეწყობა  და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგი წარმოადგენს ერთ წევრს.

საკონსულტაციო ჯგუფი უზენაესის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების დასრულების შემდეგ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს დასკვნას კანდიდატთა შესახებ.  საკონსულტაციო ჯგუფის დასკვნა არის სარეკომენდაციო ხასიათის.

კანდიდატების შერჩევის პროცედურაში დამატებითი რგოლის , საკონსულტაციო ჯგუფის შემოტანით მინიმუმამდეა დაყვანილი პროცესის არაკეთილსინდისიერად სუბიექტურად წარმართვის შესაძლებლობა.

• უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების შერჩევის მიზნით კონკურსის გამოცხადება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების შერჩევის მიზნით იუსტიციის უმაღლესი საბჭო აცხადებს კონკურსს საქართველოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს მეშვეობით. კონკურსი ცხადდება ერთ ან რამდენიმე ვაკანტურ ადგილზე კონკრეტული სპეციალიზაციების (სისხლის სამართალი, სამოქალაქო სამართალი ადმინისტრაციული სამართალი ) მიხედვით

• ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება

უზენაესის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები არ შეიძლება იყოს იუსტიცის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრი.

კანონპროექტის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება, რაც თავის მხრივ კანდიდატთა შერჩევის პროცესის სანდოობისკენ არის  მიმართული.

პროცესის მიუკერძოებლად წარმართვის მიზნით საბჭოს მოქმედ წევრს არ უნდა ჰქონდეს უფლება მონაწილეობა მიიღოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის  შესარჩევ კონკურსში, რათა თავიდან იქნეს აცილებული შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი.

• კონკურსის ღიად ჩატარება

კანდიდატთა გასაუბრება ტარდება - უნდა ჩატარდეს საჯაროდ. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა უზრუნველყოს გასაუბრების ტრანსლაცია საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით. საკონსულტაციო ჯგუფის წევრებს უფლება აქვთ დაესწრონ კანდიდატთა გასაუბრების პროცესს და დაუსვან კანდიდატს შეკითხვა.

• გადაწყვეტილების კონსენსუსით მიღება

იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს პარლამენტისთვის კანდიდატების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კონსენსუსით, ღია სხდომაზე.

კონსენსუსი ყველაზე კარგ საშუალებას წარმოადგენს, რათა მიღწეული იქნას შეთანხმება, ისეთ კანდიდატზე, რომელიც ობიექტურად დააკმაყოფილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მაღალ პროფესიულ და მორალურ სტანდარტს''

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი