კანის სიმშრალე, ალერგიული გამონაყარი - საფრთხე, რომელსაც უხარისხო ჰიგიენურ საშუალებებს უკავშირებენ

11 იანვარი 2019, 00:00 3697 ნახვა

პარფიუმერიის და სხვა კოსმეტიკური ნაწარმის მსგავსად, არ მოწმდება საქართველოში შემოტანილი სარეცხი საშუალებები, საპნები და შამპუნები. კანის სპეციალისტები კი სწორედ ჰიგიენის ცალკეული საშუალებებით გამოწვეულ დაავადებებზე საუბრობენ და კონტროლის აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას.

სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის უფროსის, სანიტარული ექიმის რამაზ სურმანიძის ინფორმაციით საქართველოში საპნები და შამპუნები, ბოლოს 2005  წელს შემოწმდა, მაშინ სანიტარულ-ეპიდემიური, ანუ სპეციალური სამსახურიც არსებობდა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი