საგანგებო რეჟიმში მუშაობს ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი. 2 ახალი ბრიგადა დაემატა ცენტრს და დღეიდან 15 ჯგუფი გავა გამოძახებებზე. ცენტრის დირექტორის თქმით, სეზონური ვირუსების გამო თითქმის გაორმაგებულია გამოძახებები და 450-საც კი აღწევს დღე ღამეში.
საზოგადობრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, გრიპის ვირუსთან დაკავშირებით ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. 200-მდე პაციენტი რჩება სტაციონარებში და მათ შორის 20-მდე პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია.
ცენტრის ინფორმაციით, მიმართვიანობა მომატებულია ამბულატორიებში, რის გამოც სამუშაო საათები განახგრძლივდა და საღამოს 20 საათამდე მუშაობენ საოჯახო ჯანდაცვის ცენტრში.