სპორტული ტურიზმი

09 იანვარი 2019, 00:00 2551 ნახვა

უკვე 9 დღეა, რაც ამოქმედდა ბათუმისთვის მინიჭებული სპორტის ქალაქის სტატუსი, შესაბამისად ყურადღების ცენტრშია თუ რა სპორტული ღონისძიებებია დაგეგმილი 2019 წლის განმავლობაში. ფაქტია გასული წელი სპორტული კომპლექსების, ასეევ ფეხბურთის მოედნის მშენებლობის დაწყებით გამოირჩეოდა.

წელს კი, როგორც ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ მუნიციპალიტეტებშიც იგეგმება კომპლექსების მოწყობა, სპორტის დამახასიათებელ დარგებში.

სპორტული ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და სპორტის ხელშეწყობისთვის გადადგმული ნაბიჯების კვალდაკვალ, რეგიონში ჩნდება კერძო სააგენტო, რომელიც სპეციფიკური სასტუმროს მოწყობას გეგმავს სპორტსმენებისთვის. საკითხს მთავრობა მხარს უჭერს, უკვე გამოიყო ტერიტორიაც. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში