საქართველოში 8 კილოზე მეტი ''ჰეროინის'' შემცველი ნარკოტიკის შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

04 იანვარი 2019, 00:00 1796 ნახვა

8 კილო და 500 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკის საქართველოში  უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა  შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ნარკოდანაშაულში მხილებული პირები სამართალდამცველებმა საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - სარფსა და სადახლოში დააკავეს.

ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებულია თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე.  იგი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა ბათუმის პარკში შეაჩერეს.

პოლიციამ, მისი პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 480 აბი „ექსტაზი“ ამოიღო. დაკავებულს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი