დეკლარაციის არასწორად შევსებისთვის 348 თანამდებობის პირი დაჯარიმდა

04 იანვარი 2019, 00:00 2525 ნახვა

საჯარო სამსახურის ბიურომ გამოავლინა, რომ საჯარო უწყებების ყველა რგოლში ჩინოვნიკები დეკლარაციას შეუსაბამოდ ავსებენ. 

ქვეყანაში 5355 თანამდებობის პირია, რომლებსაც დეკლარაციის შევსება ევალებათ, აქედან შემთხვევითი პრინციპით 448 შეირჩა. შერჩეულებს შორის 379 დეკლარაცია დარღვევით შეავსო. 

ამის გამო 348 თანამდებობის პირი ერთჯერადად დაჯარიმდა. მათ ხელფასის 20% ჩამოეჭრებათ. ეს კანონმდებლობით არის განსაზღვრული. 

კანონით ჯარიმის ყველაზე დაბალი ზღვარი განისაზღვრა 500 ლარით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხელფასის 20% არ აღწევს ამ თანხას.  

პროკურატურაში შესასწავლად საჯარო სამსახურის ბიურომ მხოლოდ ერთი დეკლარაცია გადააგზავნა. გასულ წელს სამართალდამცველებთან 7 დეკლარაცია წავიდა.  

31 დეკლარანტს კი არა არსებითი დარღვევის გამო გაფრთხილება გაეგზავნა.  

ფულადი ჯარიმის გადახდა, აჭარიდან შემოწმებულ 19 თანამდებობის პირსაც მოუწევს.  რეგიონში სამაგალითო  მხოლოდ ორი პირი გახდა. მოსამართლე ბათუმიდან ლევან გელოვანი და ხელვაჩაურის პროკურორი შოთა ხორავა, რომელთა დეკლარაციები საქართველოს მასშტაბით 59  დადებითად შეფასებულ დეკლარაციებში მოხვდა.   

დაჯარიმებულთა სია კი ასე გამოიყურება: 

აჭარის დეპუტატები საქართველოს პარლამენტში -  სვეტლანა კუდბა, ლევან  ბეჟანიძე და ფატი  ხალვაში. 

ჩამონათვალში მოხვდა ასევე: 

1. ზოიძე ზაზა - ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი, შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობა;
2.ზოიძე სოსლან - ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო;

3. მურადიშვილი თამაზ ინფრასტრუქტურის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი (ყოფილი), ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია;
4.ჩხეიძე დურსუნ- ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორები და მრეწველების “ თავმჯდომარე (ყოფილი), ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო;
5. დუმბაძე თეიმურაზ- ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო;
6. ბახტაძე მირზა- ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია;
7. მაკარაძე დავით- მინისტრის პირველი მოადგილე (ყოფილი), აჭარისა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო;
8.სურმანიძე სულიკო- ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ქედის მუნიციპალიტეტის მერია;
9 კაპანაძე ნათია-  აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი. 
10. თევზაძე ალექსანდრე - დირექტორი, ააიპ - „ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო“;
11. პატარიძე ირაკლი- კომისიის თავმჯდომარე, ქ. ბათუმის საკრებულო;
12. ​ არძენაძე გენადი- ფრაქცია „ქართული ოცნება-ეროვნული ფორუმის“ თავმჯდომარე (ყოფილი), ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო

13 ჯორბენაძე ირაკლი - ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო;

​14 აბულაძე ზაზა - ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, ხულოს მუნიციპალიტეტის მერია;

15 ჩხეიძე დურსუნ - ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორები და მრეწველების “ თავმჯდომარე (ყოფილი), ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო;

ბიუროს შემთხვევით იპრინციპით შერჩეულ სიაში ვერ მოხვდნენ ბათუმის საკრებულოს დეპუტატები, თუმცა მათი დეკლარაციები არასამთავრობო ორგანიზაციამ შეისწავლა და 8 დეპუტატს შეუსაბამობა დაუდგინა. დეტალები იხილეთ აქ. http://ajaratv.ge/news/ge/36372/batumis-sakrebulos-deputatebis.html.html 

სტატისტიკურად, დადებითად შეფასებული დეკლარაციების რაოდენობა შეადგენს 2018 წლის განმავლობაში შემოწმებული დეკლარაციების 13%-ს, არაარსებითი დარღვევა გამოვლინდა დეკლარაციების 7%-ში, ხოლო უარყოფითად შეფასდა შემოწმებული დეკლარაციების 78%, წარმოება შეწყდა 2% დეკლარაციებზე

2017 წლის პირველი იანვრიდან, საჯარო სამსახურის ბიუროს არ ჰქონდა უფლება და ვალდებულება, შეემოწმებინა თანამდებობის პირის მიერ შევსებული დეკლარაციების სისწორე და მოეხდინა რეაგირება. მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან კი, საჯარო სამსახურის ბიუროს დაემატა მონიტორინგის ფუნქცია, რომელმაც წელს ჩაბარებული დეკლარაციების ნაწილის მონიტორინგი უნდა განახორციელოს.

დეკლარაციაში არასრული ან არასწორი მონაცემის განზრახ შეტანის შემთხვევაში დანაშაულის ნიშნების არსებობს, ბიურო ვალდებულია, შესაბამისი დეკლარაცია და წარმოების მასალები შემდგომი რეაგირებისათვის სათანადო სამართალდამცავ ორგანოს გადაუგზავნოს და თანამდებობის პირი ათასი ლარით დააჯარიმოს.

 

 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი