ახალი 2019 წელი ახალი სახლით - მალე მაღლაფერიძეების მრავალშვილიან ოჯახს ახალ სახლს კომპანია „მეტრო ბეტონი“ აუშენებს.
კერძო კომპანიას სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილში, ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ქველმოქმედების სურვილი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ოჯახის დღევანდელ ყოფაზე ირინე წუწუნავას და ანდრია ქაჩიბაიას მიერ მომზადებული სიუჟეტი გავიდა ჩვენს ეთერში. ფირუზ ბოლქვაძე მოგვიყვება ქველმოქმედებისა და ოჯახის მოლოდინის შესახებ.