ბათუმის მერია უკვე თვეებია ცდილობს უნებართვო მშენებლობებზე სანქციები გაიზარდოს. სანქციების გაზრდის ინიციატივა ლაშა კომახიძემ გაუსლ წელს გაახმოვანა და პარლამენტში ცვლილებების რეგისტრაციისთვის დახმარება აჭარს უმაღლეს საბჭოს დეპუტატებს სთხოვა. ვინაიდან, მერიას უფლება არ აქვს ცვლილებებისთვის პირდაპირ პარლამენტს მიმართოს. ლაშა კომახიძე ამბობს, რომ აჭარის დეპუტატებთან ერთად იმუშავეს და პარალმენტში პროექტის წარსადგენად უკვე მზად არიან.
''12 ინიციატივა იყო, რომელითაც ჩვენ მივმართეთ აჭარის უმაღლესი საბჭოს. ჩავატარეთ ერთობლივი შეხვედრები და ვიმსჯელეთ საკითხებზე. ამ 12 ინიციატივიდან 3საკითხზე უკვე მომზადებული გვაქვს საქართველოს პარლამენტის შესაბამისი კომისიებისთვის კანონპროექტები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ქალაქმშენებლობის კუთხით სანქციების გამკაცრება, რომელიც უნებართვო მშენებლობებსა და უნებართვო აქტივობებს ეხება. იცით, რომ დღევანდელი მოცემულობით ძალიან დაბალი სანქციებია ამ დარღვევებზე'' - განაცხადა ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ.