7 წევრიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. ჩაქვში, რუსთაველის ქუჩაზე, მცხოვრები გოგრაჭაძეების საცხოვრებელი წუხელ გვიან ღამით დაინგრა. ინციდენტის დროს ოჯახის ყველა წევრი სახლში იმყოფებოდა, მათ შორის ფეხმძიმე ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი.
საბედნიეროდ ნგრევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზარალებულებმა შენობიდან ტანსაცმლისა და საოჯახო ნივთების გამოტანა ვერ მოასწრეს. სახლის ავარიულობის შესახებ, როგორც ისინი ამბობენ, ინფორმირებული იყო მერია, მაგრამ დახმარება არ მიუღიათ, მათ ფიცრულის გვერდით ახალი სახლის მშენებლობა წამოიწყეს, მაგრამ ვერ დაასრულეს. ადგილზე ქობულეთის მერი მივიდა . მირიან ქათამაძის განცხადებით, მომხდარის მიზეზს სპეციალური კომისია შეისწავლის,მანამდე კი გოგრაჭაძეების ოჯახს საცხოვრებელ ფართს უქირავებენ.