აუდიტი -  განათლების სამინისტროს ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი არ გაუთავისუფლებია 

29 დეკემბერი 2018, 00:00 1369 ნახვა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამსახურის უფროსმა მიზანმიმართული უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, თითქოს ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი სამსახურიდან სამინისტრომ გაათავისუფლა.

გიორგი ქოჩიშვილის განმარტებით, მძიმე ადმინისტრაციული და ფინანსური, სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დარღვევების გამო, არსებული პროცედურის გათვალისწინებით, ინსპექტირების დასკვნა გაეგზავნა სკოლის სამეურვეო საბჭოს, რათა ემსჯელათ და მიეღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება. მისი განცხადებით საბჭომ იმსჯელა და დაეთანხმა სამინისტროს მიერ მომზადებულ ანგარიშს თუმცა დირექტორს თანამდებობა შეუნარჩუნა.

ამავე კატეგორიაში