პირველადი ჯანდაცვის ცენტრები უქმე დღეებშიც იმუშავებენ

29 დეკემბერი 2018, 00:00 1265 ნახვა

დღეს და ხვალ გრიპის სეზონთან დაკავშირებით, მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების დროულად მიწოდების მიზნით, ბათუმის ყველა პირველადი ჯანდაცვის ცენტრი, მათ შორის მახინჯაურისა და ხელვაჩაურის სამედიცინო დაწესებულებები პაციენტებს 10-დან 14 საათამდე მოემსახურებიან.

საჭიროების შემთხვევაში მორიგეობა სხვა დღეებშიც გაგრძელდება. აჭარის   ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, გრიპის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად მიმართოს ოჯახის ექიმს. აჭარაში ყოველ 100 ათას მცხოვრებზე გრიპის 166 შემთხვევა ფიქსირდება, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით მაჩვენებელი ეპიდემიის ფონს გამორიცხავს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი