ბრალდებულმა მოქალაქეს მერიაში დასაქმების სანაცვლოდ 5 000 დოლარი მოსთხოვა

28 დეკემბერი 2018, 00:00 1848 ნახვა

საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა, რომელიც მოტყუებით ფულის დაუფლება ედება ბრალად. როგორც სამართალდამცველებმა გაარკვიეს, თბილისის მერიაში დასაქმების სანაცვლოდ, მოქალაქეს ბრალდებულმა  5 000 დოლარის გადახდა მოსთხოვა. თანხის გადახდის შემთხვევაში კი, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე დანიშვნას დაჰპირდა. 

საგამოძიებო უწყებაში არ კონკრეტდება ბრალდებული მერიის ჩინოვნიკი იყო თუ გარეშე პირი, ამ ეტაპზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ბრალდებული ფულის აღების ფაქტზე დააკავეს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაარწმუნა მოქალაქე, რომ 5 000 აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაში უზრუნველყოფდა მის დასაქმებას. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული  თანხის აღების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით" - წერია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი