ბათუმის საკრებულომ ავარიული სახლების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გასატარებელი სპეციალური ღონისძიებების შესახებ მსჯელობა მმართველი გუნდის რამდენიმე დეპუტატის თხოვნის შემდეგ გადადო, რასაც „ქართულ ოცნება“-ში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.
დეპუტატთა ნაწილს განკარგულების პროექტთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს. ბათუმის მერი აცხადებს, რომ პროექტის დამტკიცება მნიშვნელოვანია, რადგან ავარიული სახლებში ათობით ბათუმელი ცხოვრობს.