საგამოძიებო სამსახურმა მოქალაქის ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომელი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით დაარწმუნა მოქალაქე, რომ გარკვეული ოდენობის თანხის გადახდის შემთხვევაში მას „საქართველოს რკინიგზაში“ დაასაქმებდა. ბრალდებულმა მოქალაქეს ათას 150 ლარი მოსთხოვა, საიდანაც 750 ლარი გამოართვა.