გატაცება სოფელ ხურვალეთიდან

23 დეკემბერი 2018, 00:00 1322 ნახვა

ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით რუსმა ოკუპანტებმა ოთარ სამნიაშვილი დააკავეს. სოფელ ხურვალეთის ხანდაზმულთა თავშესაფრის „სახლი საზღვრების გარეშე“ დირექტორის განცხადებით დაკავებული შშმ პირია.

ლუდა სალიას ინფორმაციით, 33 წლის ოთარ სამნიაშვილი, რომელსაც მეტყველება უჭირს, თავშესაფართან ახლოს დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის მისია.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი