ვინ მოკლა დათუნა სარალიძე? - ოპოზიციის ამ კითხვას შსს მინისტრმა საპარლამენტო კომისიის კრიტიკით უპასუხა

22 დეკემბერი 2018, 00:00 1559 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა უწყების ერთწლიანი ანგარიში წარადგინა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. კითხვა-პასუხებმა ხმაური და დაპირისპირება გამოიწვია. გიორგი გახარიას განცხადებით, ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ვერც ერთი ფაქტობრივი გარემოება ვერ გამოავლინა, როდესაც პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ცალკე აღებული ადამიანის ტრაგედიის პოლიტიკურ შედეგებსა და დივიდენდებში კონვერტირება ხდება, მისი თქმით, ამას პასუხისმგებლობაც მოჰყვება.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ გამოძიება უნდა დასრულდეს ისე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველ რიგში, გარდაცვლილი ბავშვის მშობლების ნდობა დაიმსახუროს. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ზაზა სარალიძე ყველაზე ღირსეულად იჯდა და ყველაზე ღირსეულად მოითმინა ყველაფერი. მან “ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის საქმიანობის გამო, კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და უმცირესობა საგამოძიებო კომისიის იდეის დაზიანებაში დაადანაშაულა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი