აჭარაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პოპულარიზაციისთვის უძველეს შენობაში, ''ჩეხოვის სახლში’’ შეხვედრა გაიმართა.
პუბლიცისტი რამაზ სურმანიძე სტუმრებს შენობის ისტორიასა და იმ ადამიანების შესახებ ესაუბრა, რომელთა მოღვაწეობაც ამ სახლთანაა დაკავშირებული.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ბათუმელებმა, რომლებიც ისტორიულ სახლებში ცხოვრობენ საკუთრება ტურისტული მიზნებისთვის უნდა გამოიყენონ.
''ჩვენი მთავარი მიზანია ძეგლის მესაკუთრეები დავაინტერესოთ, თავიანთი შენობა-ნაგებობა და საკუთრება სწორად გამოიყენონ, ვიზიტორების მოსაზიდად. თითოეული ბათუმელი უნდა ვიყოთ დაინტერესებული ძეგლის აღდგენა-რესტავრაციით'' - ამბობს ზაურ ახვლედიანი.
,,ჩეხოვსი სახლი“ მეცხრამმეტე საუკუნის დასასრულსაა აგებული. 1988-1900 -იან წლებში სახლში ჩერდებოდნენ ცნობილი რუსი მწერლები ანტონ ჩეხოვი და მაქსიმ გორკი, სახლის თავდაპირველი მფლობელი კი უცნობია.
ღონისძიებაზე რამაზ სურმანიძეს ,,კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის ,,მადლობის სიგელი გადაეცა.