ხორავას ქუჩის საქმე, ყუთებში ჩაყრილი ბიულეტენები და გურჯაანის აქციები - ოპოზიცია გახარიასგან პასუხებს ელის

21 დეკემბერი 2018, 00:00 1898 ნახვა

პარლამენტში დღეს გიორგი გახარიას ელოდებიან. შინაგან საქმეთა მინისტრს  რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მოუსმენენ. იგი კანონმდებლებს საკუთარი საქმიანობის შედეგებს გააცნობს, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომლის დაყენებას დეპუტატები გეგმავენ, ხორავას ქუჩის ტრაგედიაა. როგორც მმართველი გუნდში აცხადებენ, შინაგან საქმეთა მინისტრს ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით დაუსვამენ კითხვებს.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს გიორგი გახარიასთან კითხვები ექნებათ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის გარდაცვალებაზე. უმცირესობას შს მინისტრთან კითხვები არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებითაც აქვთ.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში