რამდენიმე დღის წინ გავრცელდა მიმართვა რომელსაც 5 მოსამართლე აწერდა ხელს. ზაზა თავაძე, ლალი ფაფიაშვილი, თამაზ ცაბუტაშვილი, ოთარ სიჭინავა და მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, საქმის მასალების შესასწავლად და სრულყოფილად განსახილველად, მოსამართლეებისთვის გონივრული ვადით უზრუნველყოფას თხოვენ, რათა შესაძლებლობა ჰქონდეთ არაფორსირებულად, მშვიდ გარემოში შეძლონ გაანალიზებული გადაწყვეტილების მიღება განსახილველ საქმესთან დაკავშირებით.