სოფლის განვითარების ხელშეწყობა - ხელშეკრულების გაფორმება

18 დეკემბერი 2018, 00:00 1552 ნახვა

აჭარის  მთავრობის  თავმჯდომარემ  და  საქართველოში გაეროს  განვითარების  პროგრამის ხელმძღვანელმა  ხელი მოაწერეს პროექტის ‘’ემპარდ სამი  საქართველოს სოფლის განვითარების ხელშეწყობა’’ თანადაფინანსების  ხელშეკრულებას.  

პროექტის ფარგლებში სოფლის მდგრადი განვითარებისთვის 10 მილიონი ევრო დაიხარჯება, ინიციატივა სოფლებში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას ითვალისწინებს, მასში მთავრობის მონაწილეობა 230 ათას ევროს შეადგენს.

2018 -22 წლებში ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის დახმარება სოფლად არაფორმალური ეკონომიკის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. პროგრამა ხელს შეუწყობს სიღარიბის შემცირებას და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი