ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემა მკაცრდება

01 აგვისტო 2016, 00:00 2537 ნახვა

ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში, ფარმაცევტებს პროფესიული საქმიანობა შეეზღუდებათ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. დავით სერგეენკო რეგულაციების საკითხის განსახილველად ფარმაცევტული კომპანიების, ასოციაციის, საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრის თქმით, ბოლო პერიოდში გამოიკვეთა ტენდეცია, რომ რამდენიმე აფთიაქი აგრძელებს ტაბლეტირებული ფორმების ურეცეპტოდ გაცემას, მათ შორის ისეთი მედიკამენტების, რომელიც ყველაზე მაღალი კატეგორიის ჯგუფშია შეტანილი და ურეცეპტოდ გაცემა არ შეიძლება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი