ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა

12 დეკემბერი 2018, 00:00 7158 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რამდენიმე წუთის წინ ქობულეთის შემოვლით გზაზე. ავარიას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.  შემთხვევის ადგილზე მისულ მედიკოსებს ის უკვე გარდაცვლილი დახვდათ. დაშავდა კიდევ სამი ადამიანი.

სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.  

ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოში ამ წუთებში ორ პაციენტს ოპერაცია უტარდება. ექიმების განმარტებით მათი მდგომარეობა მძიმეა.  ორივე მათგანს მუცლის ღრუს დახურული ტრავმები აღენიშნებათ, რის გამოც საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა. 

რაც შეეხება მესამე დაშავებულს, ის ქობულეთიდან ბათუმის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი