ცვლილებება წყლის შესახებ კანონში

11 დეკემბერი 2018, 00:00 1870 ნახვა

წყლის შესახებ კანონში შესული ცვლილებები ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ავალდებულებს მაღალკონცენტრულ ჩამდინარე წყლებს სპეციალური ფილტრები დაუყენონ. თუ ცხიმებითა და ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურებული წყალი პირდაპირ ჩაედინება  საკანალიზაციო ქსელში, მეპატრონეები დაჯარიმდებიან.

ფიზიკურ პირებზე ჯარიმა 400, იურიდიულ პირებზე კი 1 000 ლარია. განმეორებით შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება. ამ თემასთან დაკავშირებით დღეს კომპანია „ ბათუმის წყალმა“ მეწარმეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი