პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე მდებარე ავტოსადგომიდან „რენო კანგოს“ მოდელის ავტომობილი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა მოპარული ავტომანქანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით დაკავებულია 24 წლის დ.ვ, რომელიც მოსამართლის განჩინების საფუძველზე აიყვანეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პირს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.