იაფი მედიკამენტები ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის

07 დეკემბერი 2018, 00:00 1803 ნახვა

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამას ნევროლოგიური დაავადებების, ეპილეფსიისა და პარკინსონის მედიკამენტები დაემატება - ამის შესახებ დღეს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, მისი თქმით მოქალაქეები 35 სხვადასხვა მედიკამენტით ისარგებლებს, თუმცა შემდგომ ეტაპზე მათი რაოდენობა 60-მდე გაიზრდება.

პროგრამა 2017 წლიდან მოქმედებს და პირველ ეტაპზე ნებისმიერი ასაკი სოციალურად დაუცველ პირზე ვრცელდებოდა, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა განსაზღვრული იყო 100 ათასის ჩათვლით.

მიმდინარე წლის აგვისტოდან შეღავათებით სარგებლობა ე.წ. მეორე ტიპის დიაბეტის მქონე ყველა პაციენტს შეუძლია, რომლებიც მედიკამენტებს ნახევარ ფასად ყიდულობენ. სახელმწიფო პროგრამით დღემდე 41 ათასამდე მოქალაქემ ისარგებლა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი