პორნოგრაფიასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო სარჩელი

06 დეკემბერი 2018, 00:00 1791 ნახვა

რას ნიშნავს  პორნოგრაფია  და რა მიიჩნევა ამგვარ ქმედებად - სარჩელს  საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ასევე სადავოა ის გარემოება, რომ კანონმდებლობის თანახმად უცნობია რა მიიჩნევა პორნოგრაფიული ნაწარმოების გავრცელების კანონიერ გზად.  საქართველოს მოქალაქე გიორგი ლოგუა  პარლამენტის წინააღმდეგ“ სარჩელს,  საკონსტიტუციო სასამართლო არსებუთიდ განიხილავს.  

დღეს მოსარჩელე მხარემ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, რომ დაიკითხოს ხელოვნებათმცოდნე გიორგი გვახარია, რომელიც სასამართლოს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება. ადვოკატები მიიჩნევენ, რომ სწორედ სპეციალისტს შეუძლია განმარტოს რა მიიჩნევა  პორნოგრაფიულ ნაწარმოებად. შუამდგომლობა სასამართლომ დააკმაყოფილა.

დავის საგანია  კონსტიტუციის 255-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც სისხლის სამართლის წესით დასჯადია ქმედება, რომელიც პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონო გავრცელებას ან რეკლამირებას, ვაჭრობას ან შენახვას გულისხმობს  მისი გაყიდვის ან გავრცელების მიზნით.

საქმე ეხება 2015 წელს მომხდარ შემთხვევას, როცა   ერთ-ერთ საიტზე პორნოგრაფიული მასალის გავრცელების ბრალდებით  40 პირი დააკავეს, მათგან უმრავლესობას გაფორმდა საპროცესო შეთანხმება 4 კი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. ბრალდებულებს შორისაა მოსარჩელე გიორგი ლოგუა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი