თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო

06 დეკემბერი 2018, 00:00 2118 ნახვა

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო.  კანონში შესატანი ცვლილებებით სპექტაკლის მსვლელობის დროს, მსახიობების მიერ თამბაქოს მოხმარება დასაშვები გახდება.  სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ სიგარეტის მოხმარება 500 ლარის ნაცვლად 200 ლარით დაისჯება.

ამასთანავე, სამედიცინო დაწესებულებებისა და უნივერსიტეტების ეზოებში თამბაქოს მოხმარება დასაშვები ხდება.

ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო, სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების ტერიტორიებზე თამბაქოს მოწევა დასაშვებია აღნიშნული დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ სპეციალურად განსაზღვრულ ადგილას. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი