სამშენებლო ნებართვებთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებას თვითმმართველობის საქმიანობაში ჩარევის მცდელობად აფასებენ „ნაციონალურ მოძრაობაში.“ გია აბულაძის განცხადებით, სამშენებლო პროცესის შეფერხებაზე კითხვები საკრებულოს წევრებს უნდა ჰქონდეთ და არა მთავრობის თავმჯდომარეს. ოპოზიციონერი დეპუტატი რეგიონის წარმომადგენლობით ორგანოში პოლიტიკურ დაპირისპირებაზეც საუბრობს.
გია აბულაძე არ გამორიცხავს, რომ თორნიკე რიჟვაძის დღევანდელი განცხადება სამომავლოდ მუნიციპალიტეტების მერების თანამდებობებიდან წასვლის წინაპირობა გახდეს. დაპირისპირებას გამორიცხავს „ქართული ოცნების“ წევრი ლადო მგალობლიშვილი. უმაღლესი საბჭოს დეპუტატი რეგიონის პირველი პირის განცხადებას იზიარებს და ამბობს, რომ გენერალური გეგმის არ ქონის გამო ქალაქში სამშენებლო პროცესი არ უნდა შეფერხდეს.