ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე “რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის მოადგილე დააკავეს

04 დეკემბერი 2018, 00:00 2529 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე, დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის მოადგილე დააკავა. პასუხისგებაში მიცემულია 21 პირი, რომელთა მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ფსიქოტროპული საშუალებების ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 4 მილიონზე მეტი ლარი შეადგინა.

გამოძიების ინფორმაციით,  თბილისსა და გორში მდებარე აფთიაქებში უკონტროლოდ ხორციელდებოდა ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია. დანაშაული სასჯელის სახით 11 წლამდე  პატიმრობას ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი