პრეზიდენტის ინაუგურაციის დეტალები უახლოეს ორ დღეში გახდება ცნობილი

04 დეკემბერი 2018, 00:00 1535 ნახვა

პრეზიდენტის ინაუგურაციის დეტალები  ორ დღეში უნდა გახდეს ცნობილი.  სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საკითხზე ბრიფინგი გაიმართება. რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკომპლექტებას, არჩეული პრეზიდენტის თქმით, შერჩევის პროცესი უახლოეს დღეებში დასრულდება.  პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება, თუმცა ამ დრომდე უცნობია სად ჩატარდება ოფიციალური ღონისძიება.

არსებული  ინფორმაციით, ინაუგურაციის ცერემონიის ჩასატარებლად ორი ადგილი განიხილება – თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის ეზო და პრეზიდენტის ავლაბრის სასახლის ეზო.

ამავე კატეგორიაში