''ბათუმის მერის მოსვლამდე არ დავიშლებით'' - სამხედრო ბაზის შენობასთან სამი ოჯახი რჩება

04 დეკემბერი 2018, 00:00 2270 ნახვა

ბათუმში, თავდაცვის ბალანსზე არსებულ შენობასთან რამდენიმე ოჯახი ამ დრომდე რჩება. ისინი ადგილზე ბათუმის მერის ლაშა კომახიძის მისვლას ითხოვენ. ამბობენ, რომ წასასვლელი არსად აქვთ, არიან სოციალურად დაუცველები, ასევე მრავალშვილიანებიც, ვერ იხდიან ბინის ქირას, საცხოვრებელი სახლები კი არ აქვთ. 

მოქალაქეები დახმარებას ბათუმის მერიასა და აჭარის მთავრობას სთხოვენ. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ოჯახების მდგომარეობას ინდივიდუალურად შეისწავლიან. 7 შვილიანი ოჯახი კი, რამაზ ჯინჭარაძის ინფორმაციით, სავარაუდოდ ახალ წლამდე ბინას მიიღებს. 

თავდაცვის სამინისტროს დასავლეთ ცენტის სამხედრო ბაზის შენობაში, დაახლოებით 30 ოჯახი გვიან რამით შეიჭრა, მოგვიანებით კი მათ ობიექტი დაატოვებინეს. 

შენობას 24 საათიან რეჟიმში იცავს დარაჯი, თუმცა მოქალაქეებმა ტერიტორიაზე შეღწევა მაინც მოახერხეს.

მოქალაქეები აღნიშნულ შენობაში უკვე მესამედ შეიჭრნენ. ერთი თვის წინ ისინი სამართალდამცველებმა გამოასახლეს, დაახლოებით ერთი კვირის წინ კი შენობის დაკავების საშუალება პოლიციამ არ მისცა.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი