გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა იწყება. საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება დღეს გაფორმდა.
დაგეგმილია 14 კმ-იან ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოწყობა.
სამტრედია–გრიგოლეთის გზა ქობულეთის შემოვლით გზას დაუკავშირდება და სატრანსპორტო ნაკადი აღნიშნულ ავტომაგისტრალზე იმოძრავებს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლისთვის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ სამტრედიიდან გონიომდე, საკურორტო ზონების გვერდის ავლით, ჩქაროსნული გზით იმგზავრონ.
პროექტით დაგეგმილია 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილების და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობა.
სამუშაოებს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს. შემოვლითი გზის მშენებლობა, სამუშაოების დაწყებიდან 24 თვეში უნდა დასრულდეს, რისთვისაც 228 მილიონი ლარი დაიხარჯება.
ფოტო: არქივი