ძლიერი ქარის  შედეგად  დაზიანებული  ინფრასტრუქტურა და ავტომანქანა

02 დეკემბერი 2018, 00:00 1655 ნახვა

გმირთა ხეივანში, ჟიული შარტავას 8 ნომერში ძლიერმა ქარმა სამშენებლო ღობე წააქცია.  შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა 3 საახალწლო კონსტრუქცია და ღობესთან გაჩერებული ავტომობილი. ადგილზე იმყოფებოდნენ იყო საპატრულო პოლიციისა და  „აჭარგანათების“ ბრიგადები . აქ ამბობენ, რომ  სამშენებლო კომპანიამ  ღობის არხი  არასწორად   გააკეთა, რის გამოც ბოძები დაზიანდა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე მესამე წელია  კომპანია "დარ - ბილდინგი" სასტუმრო კომპლექს აშენებს. მათი წარმომადგენლის განმარტებით, ღობის    წაქცევის  მიზეზი  ძლიერი  ქარი გახდა. მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს და კომპანიის ბრალეულობის შემთხვევაში ზარალს "დარ-ბილდინგი" აანაზღაურებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი