ციტრუსის სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდა

02 დეკემბერი 2018, 00:00 1809 ნახვა

მანდარინის სუბსიდირების პროგრამა დაიწყო.  1 კგ არასტანდარტულ  მანდარინში ფერმერს 10 თეთრს სახელმწიფო 10-ს კი საწარმო გადაუხდის. „ჯი ემ გრუპი“    მეორეხარისხოვან ციტრუსს  შეუზღუდავი რაოდენობით მიიღებს. არასტანდარტულ ნაყოფს  საწარმო, „ტი სი ეფ ჯორჯიაც“  ჩაიბარებს .

ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის  ინფორმაციით  სტანდარტული  მანდარინის რეალიზაცია წარმატებით მიმდინარეობს და ფერმერებს არასტანდარტული ნაყოფის   ჩაბარებაშიც დაეხმარებიან . სოფლის მეურნეობის სამინისტროს 28 ნოემბრის მონაცემებით, სტანდარტული ციტრუსის  ექსპორტმა 6 500 ტონა შეადგინა,რაც გასულ წელთან შედარებით  3 600 ტონით  მეტია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი