ბათუმის ოლქმა საჩივრების განხილვა დაასრულა

02 დეკემბერი 2018, 00:00 1852 ნახვა

საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვა დასრულდა. ბათუმში დაწერილი13 საჩივრიდან ძირითადი ნაწილი პროცედურული ხასიათის იყო. გუშინ 79-ე ოლქში „სამართლიანი არჩევნების“ ბოლო ორი საჩივარი განიხილეს, რომელიც შემაჯამებელი ოქმების არასრულ შევსებას ეხებოდა.

ბათუმის შემდეგ ყველაზე მეტი საჩივარი ქობულეთის ოლქში დაფიქსირდა, სადაც კენჭისყრის  დღეს  12 საჩივარი შევიდა,  ქედაში 6,  ხულოში 7, ხოლო ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიაში 5 საჩივარი დაიწერა.როგორც ოლქებში აცხადებენ, არცერთი საჩივარი არ არის იმ შინაარსის რომელმაც შესაძლოა არჩევნების შედეგები რომელიმე უბანზე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. რეგიონში შუახევი აღმოჩნდა ერთადერთი მუნიციპალიტეტი, სადაც არცერთი საჩივარი არ დაწერილა. 

ამავე კატეგორიაში