პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით დაუმორჩილებლობის იდეას პერსპექტივა არ აქვს და ხელისუფლება პასუხისმგებელია სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე. ირაკლი კობახიძე ნაციონალური მოძრაობის განცხადებებს რადიკალურს და რეალობას აცდენილს უწოდებს.
მისი თქმით არჩევნები იყო ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ნდობა, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას“.