გაერთიანებული ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს ითხოვს

29 ნოემბერი 2018, 00:00 1890 ნახვა

გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს - ამის შესახებ ოპოზიციის ლიდერებმა ფილარმონიაში განაცხადეს. ისინი მშვიდობიან აქციას აანონსებენ.

ცნობისთვის, გუშინ მიმართა ხალხს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და საყოველთაო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა, ასევე გუშინ გრიგოლ ვაშაძემ თქვა რომ ეს იყო ერთი ადამიანის აზრი და არა კონსესუსის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი