ქობულეთის საარჩევნო ოლქმა დაასრულა უბნების დათვლა. მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძემ წააგო 21%-ით სალომე ზურაბიშვილთან.
შედეგები ასე გადანაწილდა - 60% ანუ 25099 ხმა სალომე ზურაბიშვილს ერგო, ხოლო 16 414 ხმა, დახლოებით 39% გრიგოლ ვაშაძემ მიიღო.
696 ბიულეტენი კი ბათილად გამოცხადდა. ქობულეთის #81 ოლქში 42 184 ამომრჩეველი მივიდა.
პირველ ტურში გამარჯვება ქობულეთი გრიგოლ ვაშაძემ მოიგო, აქტივობაც შედარებით დაბალი იყო.