ბათუმში ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე გამჭვირვალობა საქართველომ საჩივარი დაწერა

28 ნოემბერი 2018, 00:00 1954 ნახვა

რამდენიმე წუთის წინ, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა არჩევნების მიმდინარეობა შეაჯამა და განაცხადა, რომ საერთო ჯამში, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

გიგაურის თქმით, საქართველოს მასშტაბით 70-მდე დიდი და პატარა სახის დარღვევები დააფიქსირეს, თუმცა ორგანიზაციის დამკვირვებლებმა 9 საჩივარი დაიწერეს.

აქედან ოთხი საჩივარი ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვასთან დაკავშირებით დაიწერა, რომლებიც ორგანიზაციის მტკიცებით ქარელის ნომერ #1 საარჩევნო უბანთან, აბაშის #23-ე უბანზე, ბ​ათუმში კი #90-ე და მე-11 საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა. 

"ჩვენმა დამკვირვებლებმა დააფიქსირეს, რომ მოქალაქეები ამ უბნებზე, ჯერ აკეთებდნენ არჩევანს, შემდეგ კი გამოდიოდნენ უბნიდან და მათ კოორდინატორები თანხას გადასცემდნენ" - განაცხადა ბრიფინგზე გიგაურმა. 

''გამაჭვირვალობა საქართველოს'' ინფორმაციით, კენჭისყრის შენობაში მისული ამომრჩევლის აღრიცხვა მიმდინარეობდა. ორგანიზაციამ 8 ასეთი შემთხვევა დააფიქსირა. მათ შორის 4 ბათუმში - მე-7, 18-ე, 90-ე და  98-ე უბნებზე. 

ამავე კატეგორიაში