ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი აქტივობა ხელვაჩაურში დაფიქსირდა

28 ნოემბერი 2018, 00:00 1926 ნახვა

საარჩევნო უბნების გახსნიდან 2 საათში ყველაზე მაღალი აქტივობა 8.9% ხელვაჩაურში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა - 3.6% წალკაშია.

ცეესკოს მონაცემებით, აჭარის ყველა რეგიონში ამომრჩეველი დილიდან აქტიურია. საერთო ჯამში, ამომრჩევლის აქტივობა მაღალია: ბათუმში საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა ამომრჩეველთა 7.3%-მა, ქედაში 7%-იანი აქტივობაა, ქობულეთში მოსახლეობის 8.2%-მა უკვე მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, ხელვაჩაურში 8.9%, ხოლო აჭარის მასშტაბით ყველაზე დაბალი აქტივობა - 6.2% ხულოში ფიქსირდება.

ცესკოს მონაცემებით, 10:00 საათზე, ქვეყნის მასშტაბით ამომრჩევლის 7.26%-იანი აქტივობა ფიქსირდება, რაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურთან შედარებით 1%-ით მეტია. პირველ ტურში 10:00 საათისთვის ამომრჩევლის 7.14%-იანი აქტივობა ფიქსირდებოდა.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში