სასტუმროში გაჩენილ ხანძარს გასული წლის 24 ნოემბერს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 20 კი დაშავდა

24 ნოემბერი 2018, 00:00 1850 ნახვა

ერთი წელი, „ლეოგრანდის“ ტრაგედიიდან. სასტუმროში გაჩენილ ხანძარს გასული წლის 24 ნოემბერს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 20 კი დაშავდა.  ეს იყო, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ღამე ბათუმისა და ქვეყნის ისტორიაში. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, სასტუმროში სახანძრო უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო,  საგანგებო სიტუაციების  მართვის სამსახურს კი,  სასტუმროს ადმინისტრაცია  არაერთგზის ჰყავდა გაფრთხილებული და რეკომენდაცია გაცემული.

 ''ლეოგრანდის'' საქმეზე, მოგვიანებით ორი პირი დააკავეს, მათი სასამართლო პროცესები ამ დრომდე მიმდინარეობს. ერთი წლის თავზე, სახელშეცვლილ სასტუმროსთან, დაღუპულების ოჯახის წევრები, მეგობრები და საზოგადოების წარმომადგენლები, გუშინ საღამოს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და მათ ხსოვნას, პატივი მიაგეს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ, დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. 

ამ წუთებში სასტუმრო ''ველმონდთან'', ყოფილ ''ლეოგრანთან'' სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.  

სამღვდელოება ტრაგედიის ადგილას ხანძრის შედეგად დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს აღავლენს.

ფოტო: თამუნა გაზდელიანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი