საქართველოს თავდაცვის მინისტრი ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის სარდალს შეხვდა. გენერალმა მილერმა ხაზი გაუსვა ქართული შეიარაღებული ძალების კონტრიბუციის მნიშვნელობას ავღანეთში და ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმს.
ლევან იზორიამ კი დაადასტურა, რომ საქართველო საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერას კვლავ აქტიურად გააგრძელებს.