მოსამართლეების დაკითხვა

29 ივლისი 2016, 00:00 3967 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოს 5 მოსამართლის წერილობითი მიმართვა ინტერნეტ სივრცეში რამდენიმე საათის წინ გავრცელდა. წერილს კი წინ უძღოდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტების შესახებ. ამ განცხადების გამო გიორგი პაპუაშვილს შეხვედრები ჰქონდა ქვეყნის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და მთავარ პროკურორთან. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში კი ჯამში 5 მოსამართლე დაიკითხა. მე-6 მერაბ ტურავაა, რომელიც უკვე 3 საათზე მეტია მთავარ პროკურატურაში იმყოფება. ასევე გამოკითხვაზე რამდენიმე წუთის წინ მივიდა მოსამართლე მაია კოპალეიშვილიც.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი