მოსახლეობა დამეწყრილი ტერიტორიიდან გასახლებას ითხოვს

21 ნოემბერი 2018, 00:00 1530 ნახვა

ქობულეთში, სოფელ ზედა სამებაში მოქალაქეები დახმარებას და უსაფრთხოებას ითხოვენ. აცხადებენ, რომ მცოცავი მიწის გამო ყოველდღიურად დგანან მეწყრის გნვითარების საშიშროების წინაშე. ოჯახებიდან, მხოლოდ ერთს აქვს გეოლოგიური დასკვნა, ბოლო შემოწმების შედეგად კი დასკვნაში მხოლოდ ფერდის გამაგრების რეკომენდაციაზეა საუბარი.

ამ რეკომენდაციის შესასრულებლადაც კი მერია განმეორებით მიმართვას ითხოვს. კახიძეები აცხადებენ, რომ თუ მიწის მასა რომელიმე სახლთან ჩამოიშლება, ეს ავტომატურად საფრთხეს შეუქმნის სახლის ქვემოთ მცხოვრებ ოჯახებს, ასე რომ ისინი ითხოვენ, მერიამ არა ფერდის გამაგრებაზე, არამედ განსახლებაზე იფიქროს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი