დარწმუნებულები ვართ, რომ "ქართულმა ოცნებამ" პარტიის ყოფილი წევრები მოისყიდა - ეს განცხადება გიგი უგულავამ ბათუმში, პარტია "ევროპული საქართველოს" ოფისში გააკეთა. უგულავა პარტიიდან 4 ხელმძღვანელი პირისა და სხვა წევრების წასვლას გამოეხმაურა.
"დღეს ბათუმში პარტიის წევრებთან შეხვედრა იყო დაგეგმილი და ჩვენთვის მათი მოულოდნელი გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. სავალალოდ გამოიყურებოდა ბრიფინგი. სამწუხაროა, რომ ვნახეთ შეშინებული ადამიანები, რომლის ტექსტებს ეტყობოდა სუს-ის კვალი და "ქართული ოცნების" დაწერილი შინაარსი. მათთვის კარგად იყო ცნობილი, რომ თვეების წინ მოეწერა ხელი მემორანდუმს, რომ მეორე ტურში ერთმანეთს დაუჭერდნენ მხარს ნაცები და "ევროპული საქართველო". თავის დროზე პოლიტსაბჭომ დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას მხარი .სამწუხაროა, რომ "ქართული ოცნება" მორალურად აფუჭებს ადამიანებს. დღეს იყო დაგეგმილი ყრილობა, გუშინ წინ ველაპარაკე რაულს და იცოდნენ, რომ დღეს 2 საათზე იყო შეკრება ჩანიშნული" - განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა.
"პარტია "ევროპული საქართველოს" 4-მა მუნიციპალურმა ხელმძღვანელმა და სხვა წევრებმა პარტია დღეს დატოვეს. მათი განცხადებით, ისინი ემიჯნებიან "გრიგოლ ვაშაძეს, რუსულ სცენარს და ვარშალომიძე-სააკაშვილის დაბრუნებას".