ბათუმში მეზღვაურებისთვის კონფერენცია მიმდინარეობს

19 ნოემბერი 2018, 00:00 2100 ნახვა

ბათუმში მეზღვაურებისთვის კონფერენცია მიმდინარეობს. სასწავლო სემინარი ქართველი მეზღვაურების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი კომპანიის „კოლუმბია შიფმენთ გრუპი“-ს ორგანიზებით იმართება.

კონფერენციის გახსნას ესწრებოდა აჭარის მტავრობის თავმჯდომარე. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით საზღვაო სფერო ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და რეგიონის მთავრობა ბათუმის საზღვაო აკადემიასთან ერთად მუდმივად მუშაობს განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებაზე. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, მეზღვაურთა რაოდენობა ამ დროისთვის 11 ათასს აღწევს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი