გამწვანების აქცია ბათუმში. თამარის დასახლებაში 50 -მდე მარადმწვანე, ბუჩქოვანი და ყვავილოვანი ნერგი გამწვანების სამსახურის თანამშრომლები მოსახლეობასთან ერთად დარგეს.
წლის ბოლომდე ქალაქის სხვადასხვა უბანში 400 ნერგი დაირგვება. 2019 წლიდან კი ბათუმს 3000-ზე მეტი ნერგი შეემატება.